03 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
მუნიციპალიტეტებიდან თანამშრომელთა გათავისუფლების საკითხზე პარლამენტი მსჯელობს

საჯარო სამსახურში შექმნილი ვითარების შესახებ დადგენილების პროექტზე პარლამენტი ამ წუთებში მსჯელობს. დოკუმენტი საპარლამენტო უმცირესობამ მოამზადა და მასში ასახულია ბოლო თვეების განმავლობაში მუნიციპალიტეტიდან თანამშრომლების განთავისუფლების საკითხები.

საპარლამენტო უმცირესობის დადგენილების პროექტზე მსჯელობა ამ წუთებში ბიუროს სხდომაზე მიმდინარეობს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" განმარტავენ, რომ პარლამენტმა საკითხზე მუშაობა უნდა დაიწყოს. უმრავლესობაში კი ფიქრობენ, რომ დამქირავებლის მიერ დაქირავებულის სამსახურიდან გათავისუფლება საქართველოს შრომის კოდექსით არის განსაზღვრული.

„თუ ვინმე ფიქრობს, რომ უკანონოდ გაათავისუფლეს, შესაძლებელია მიმართოს სასამართლოს, ან პროკურატურას," - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები