03 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობას აქციით გააპროტესტებენ

ქალთა მოძრაობა ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ დღეიდან ყველა იმ ადამიანს გააერთიანებს, რომელიც ბოლო დროს მომხდარი ქალების მკვლელობით შეშფოთებულია. მოძრაობა პირველ აქციას 25 ნოემბერს, პირველ საათზე თბილისში პარლამენტთან გამართავს.

აქციის ორგანიზატორია "ქალთა მოძრაობა," რომლის პრეზენტაცია დღეს გაიმართა და მასში გაერთიანდნენ მწერლები, მასწავლებლები, მხატვრები, სტუდენტები, ფსიქოლოგები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსი ქალები. თითოეული მათგანი მსჯელობს ქალთა მიმართ არსებულ ძალადობაზე, რომელიც არა მარტო სახელმწიფოს, არამედ საზოგადოების წინაშე მდგარი პრობლემაც არის.

„ქალთა მოძრაობა“ საქართველოს 20 ქალაქში გამართავს აქციას. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ქალთა მიმართ ძალადობას ერთდროულად გააპროტესტებენ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ოზურგეთში, რუსთავში, ახალციხეში, ნინოწმინდაში, დუშეთში, გურჯაანში, ახალქალაქში, მარნეულში, გარდაბანში, დმანისში, წყალტუბოში გორში, ბოლნისსა და ქობულეთში.

ამავე თემაზე
დღის ამბები