03 ოქტომბერი 2024,   15:16
ვრცლად
ქედაში არასრუწლოვანი გოგონა გააუპატიურეს

ქედაში არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და დაკითხვაზე იმყოფება ძალადობაში ეჭვმიტანილი მამაკაციც. მსხვერპლი 14 წლამდე ასაკისაა.

გამომდინარე იქიდან, რომ ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანია, "რუსეთავი 2" დეტალური ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებს. 

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რაც 14 წლამდე ასაკის მოზარდზე სექსუალური ხასიათის ძალმომრეობას გულისხმობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები