აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შტატები ირანზე ძლიერ დარტყმას განახორციელებს, თუ სამშვიდობო შეთანხმება საბოლოოდ არ გაფორმდება.
თეთრი სახლის ლიდერმა ჰორმუზის სრუტეში ამერიკული Apache-ს ტიპის ვერტმფრენის ჩამოგდებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა ირანულ სამიზნეებს დარტყმები გუშინაც მიაყენა და დღესაც გეგმავს.
"ჩვენ მათ თავს დავესხმებით, ძალიან ძლიერად დავესხმებით", - განაცხადა ტრამპმა და მიზეზად ჰორმუზის სრუტეში ირანის მიერ Apache-ს ტიპის ვერტმფრენის ჩამოგდება დაასახელა.
"ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ გუშინ მათ ძლიერი დარტყმა მივაყენეთ და დღესაც ისევ ძლიერად დავარტყამთ", - დასძინა მან.