18 ივნისი 2026,   09:40
ვრცლად
საცირკო სანახაობას დაემსგავსა მათი ბოლო პერიოდის განცხადებები, განსაკუთრებით მათი ბელადის - გიორგი სოსიაშვილი "ნაცმოძრაობაში" მიმდინარე პროცესებზე

"ნაციონალურ მოძრაობაში" კრიზისი ღრმავდება - მიხეილ სააკაშვილის მიერ პარტიის თავმჯდომარის პოსტის ნანუკა ჟორჟოლიანისთვის შეთავაზებას, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ იმპულსური და არათანმიმდევრული უწოდა.

თინა ბოკუჩავა ორი დღის წინ სააკაშვილის ამ გადაწყვეტილების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პოლიტიკურ ჭორაობას ეძახდა, თუმცა საბოლოოდ, ყოფილმა პრეზიდენტმა ეს ოფიციალურად დაადასტურა.

მიმდინარე პროცესებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი გამოეხმაურა და მას "საცირკო სანახაობა" უწოდა.

"ჩემთვის გასაკვირი არ არის, რადგან, საბოლოო ჯამში, ასე სრულდება ხოლმე ქვეყნის მოღალატეთა გაერთიანებების ყოფა. საცირკო სანახაობას დაემსგავსა მათი ბოლო პერიოდის განცხადებები - განსაკუთრებით მათი ბელადის, როდესაც ასე სწრაფად ცვლიან თავიანთ ხელმძღვანელებს და ახალი, განსაკუთრებული პერსონების გამოძერწვას ცდილობენ. მადლობა ღმერთს, ეს ხალხი ჩვენი ქვეყნის სათავეში არ არის და ვეღარასოდეს დაბრუნდებიან. ეს ცირკი კი უკვე არის გასართობი სანახაობა ჩვენი ქვეყნისთვის," - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

დღის ამბები