თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ 2025 წლის ანგარიშს დეზინფორმაციაზე დაფუძნებული, რეალობას მოკლებული დოკუმენტი უწოდა.
უწყების განცხადებით, პოლიტიკური მოტივებით შედგენილი ტექსტი ჩრდილს აყენებს თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს და დამოუკიდებელი თურქული მართლმსაჯულების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
ოფიციალური ანკარა ევროპარლამენტს მოუწოდებს, მზარდი გლობალური გამოწვევების ფონზე, კანდიდატ ქვეყანასთან ურთიერთობები კონსტრუქციულ და საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ ფორმატში განავითაროს.