26 ივნისი 2026,   13:28
ვრცლად
კითხვები შეეხება ყველა მიმართულებას, შესაბამისად, დაველოდოთ პროცესს - გიგა ფარულავა პრემიერის მოხსენებაზე

რამდენიმე წუთში, პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ყოველწლიური მოხსენებით წარდგება. მთავრობის წევრები, პატრიარქი შიო მესამე და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები უკვე საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებიან.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, გიგა ფარულავას განცხადებით, პრემიერ-მინისტრს ყველა მიმართულებით დაუსვამენ მწვავე კითხვებს და, პასუხების შემდეგ, დღის ბოლოს, შეაჯამებას გააკეთებენ.

"კითხვები შეეხება ყველა მიმართულებას. შესაბამისად, დაველოდოთ პროცესს. კითხვები იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, როგორც საგარეო, ასევე ქვეყნის მიმდინარე პროცესებზე. კითხვები იქნება მწვავე. დაველოდოთ ამ კონკრეტულ პასუხებსაც და საბოლოოდ, შეგვიძლია, დღის ბოლოს შევაჯამოთ დღევანდელი დღე", - განაცხადა გიგა ფარულავამ.

დღის ამბები