03 ოქტომბერი 2024,   15:24
ვრცლად
კონფლიქტის ზონაში რუსმა ოკუპანტებმა 72 წლის მამაკაცი დააკავეს

სოფელ საკორინთლოდან რუსმა ოკუპანტებმა 72 წლის დიმიტრი ანანიაშვილი დააკავეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

ანანიაშვილის და აცხადებს, რომ მისი ძმა მინდორში საქონელს მწყემსავდა, როდესაც რუსმა სამხედროებმა აიყვანეს.

ჯერჯერობით უცნობია ანანიაშვილის ადგილსამყოფელი. 72 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით არის დაკავებული.

კასპის გამგეობა ანანიაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კონფლიქტის ზონაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები