03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
გურიის ორ სოფელში მეწყერი ჩამოწვა

გურიაში ოზურგეთის რაიონის ორ სოფელში ვაკიჯვარსა და კონჭკათში მეწყერი ჩამოწვა. სოფელ ვაკიჯვარში მიწის ჩამოწოლილმა მასამ სიამაშვილების სახლი დააზიანა და მათი სახლის დატოვება მოუწიათ. ჯერ-ჯერობით უცნობია მათ ახალი თავშესაფრით დააკმაყოფიელბენ, თუ მოხერხდება სახლის შეკეთება.

სოფელ კონკჭკათში კი მეწყერის გამო უსახკაროდ დარჩენა აბაშიძეების შვიდსულიან ოჯახს ემუქრება. მიწის მასა სახლთან ახლოსაა ჩამოსული და არ გამორიცხავენ, რომ სახლიც დაზიანდეს. აბაშიძეები დახმარებას ითხოვენ.

ბოლო კვირებში ძლიერმა წვიმამ და მეწყერმა დასავლეთ საქართველო მნიშვნელოვნად დააზარალა. მხოლოდ ოზურგეთის რაიონს 6 მილიონი ლარის ზარალი მიადგა.

ამავე თემაზე
დღის ამბები