03 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
დიღომში ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაზარალდა - ფოტოკოლაჟი

დიღომში მრავალსართულიანი კორპუსის მეათე სართულზე საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაზარალდა.

კვამლით მოწამლული პირები ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადას საავადმყოფოში გადაჰყავს.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზები ჯერ კიდევ უცნობია. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო მანქანა.

შემთხვევა დიღმის მეექვსე კვარტალში მოხდა. ინფორმაციას "კურიერი" უფრო ვრცლად 15 საათზე შემოგთავაზებთ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები