03 ოქტომბერი 2024,   15:13
ვრცლად
"ფრთხილად მოვეკიდოთ ანტიბიოტიკებს," - პაატა იმნაძე

საქართველო ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის დღეს აღნიშნავს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში სპეციალური კონფერენცია ჩატარდა. მედიკოსებმა იმჯელეს, რა გზებით შეიძლება ამაღლდეს ცნობიერება ანტიბიოტიკების მოხმარების შესახებ.

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე განმარტავს, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები ანტიბიოტიკებს არასწორად მოიხმარენ, რაც შემდგომში გართულებებს იწვევს. იმნაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, ანტიბიოტიკები ექიმის დანიშნულებით მიიღონ.

„აუცილებელია ანტიბიოტიკების სწორად გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა გართულებები გამოვლინდეს, ხშირად ძალიან სერიოზული,“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.  

დღის ამბები