საშობაო ალილო თბილისში - საზეიმო მსვლელობა ვარდების მოედნიდან რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. მომლოცველებმა უკვე გაიარეს რუსთაველის გამზირი. მსვლელობაში ჩართულები არიან როგორც სასულიერო პირები, ასევე მოსახლეობა.
შეგროვილი შემოწირულობები ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებს და სოციალურად დაუცველებს გადაეცემათ.
ალილო სამების ტაძარში დასრულდება, სადაც სადღესასწაულო პარაკლისს კათოლიკოს პატრიარქი გადაიხდის.
საშობაო ალილოს ტრადიცია საქართველოში 2000 წლიდან პატრიარქის ინიციატივით აღადგინეს.