03 ოქტომბერი 2024,   15:16
ვრცლად
ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დედის დაკრძალვას თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს

ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დედა 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტრო ამ ფაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს და განცხადებას ავრცელებს ლილი ანწუხელიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

ეროვნული გმირის დედას ახმეტის რაიონის სოფელ ალვანში დაკრძალავენ. თავდაცვის სამინისტრო გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯებს სრულად დაფარავს.

დღის ამბები