03 ოქტომბერი 2024,   15:16
ვრცლად
იპოთეკით დაზარალებულებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ვეღარ გამოასახლებენ

იპოთეკით დაზარალებულები პარლამენტისგან საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვენ.

ამ საკითხზე მათ დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ეკა ბესელიასთან შეხვედრა ჰქონდათ.

კომიტეტი ახალ პროექტს უჭერს მხარს, რომლის თანახმად, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება, დაზარალებული პირები არ უნდა გამოასახლონ. 

ეკა ბესელიას განცხადებით, "საკუთრების ხელყოფა, ჩამორთმევა, გამოსახლება არის სასამართლოს განსჯადი საკითხები და მეტი სამართლიანობისთვის, მევალისა და კრედიტორის ინტერესის დაცულობის კუთხით  კარგი იქნება, სასამართლო იყოს მთავარი ორგანო გამოსახლებების გადაწყვეტილების საკითხში".

ახალი კანონით, რომელზეც პარლამენტმა მსჯელობა უკვე დაიწყო, დაზარალებულთა ბედი მხოლოდ აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილებაზე არ იქნება დამოკიდებული. 

დღის ამბები