03 ოქტომბერი 2024,   17:16
ვრცლად
თავისუფალი ზონის ხელმძღვანელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

“თავისუფალი ზონის” ოფისთან გუშინ გვიან ღამით მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის კობა ხაბაზიც. თავისუფალი ზონის ხელმძღვანელს დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვს მიყებული.

ინციდენტის დროს „თავისუფალი თაობის“ აქტივისტებმა შენობის შუშები ჩაამტვრიეს. მათი განცხადებით, ისინი „თავისუფალი ზონის“ ოფისთან გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტ, ზაზა დავითაიას ცემის გამო მივიდნენ, რა დროსაც „თავისუფალი ზონის“ წვრებმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. „თავისუფალ ზონაში“ კი საპირისპიროს ამტკიცებენ და აცხადებენ, რომ ოფისთან მისული „თავისუფალი თაობის“ 50-მდე წარმომადგენელი ოფისში შეიჭრა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.  დაზარალებული ხაბაზის განცხადებით მათ ჰქონდათ ინფორმაცია ოფისში მოსალოდნელი შეჭრის თაობაზე, რის შესახებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინვე აცნობეს. „თავისუფალი ზონის“ ხელმძღვანელის თქმით სამინისტრომ საშუალება მისცა „თავისუფალი თაობის“ წარმოამდგენლებს, რომ ოფისში შეჭრილიყვნენ.

„თავისუფალი ზონის“ ოფისში მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც. გივი თარგამაძის განცხადებით, ეს ყველაფერი პოლიციასთან შეთანხმებით ხდება და აღნიშნული თავდასხმა და პროვოკაცია წინასწარ იყო დაგეგმილი. იგივე პოზიციას იზიარებს ზურაბ ჯაფარიძე. მისი თქმით ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული და კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები დღევანდელ სხდომაზე მომხდართან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას გეგმავენ. ხაბაზის ორგანიზაციას მხარდაჭერა სხვა არასამთავრობმაც გამოუცხადეს.

შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, მათ შორის ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზეა დაკავებული „თავისუფალი ზონის“ წევრი ფარნაოზ ჭკადუაც. „თავისუფალმა ზონამ“ მოგვიანებით იმის დასტურად, რომ ოფისში შეჭრილი „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლებზე მათი მხრიდან ფიზიკური ზეწოლა არ მომხდარა ვიდეომასალაც გაავრცელა,

შეგახსენებთ, რომ „თავისუფალი თაობის“  წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ ოფისში გუშინ, ღამის 10 საათისთვის შეიჭრნენ. მათ "თავისუფალ ზონას" 2014 წლის სექტემბერში თვითლიკვიდაცია რამდენჯერმე მოსთხოვეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები