03 ოქტომბერი 2024,   15:13
ვრცლად
გაფუჭებული ხორცი თბილისის სავაჭრო ობიექტებში

არის თუ არა თბილისში ხორცის შეძენა უსაფრთხო? კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დედაქალაქის მახლობლად ორი სასაკლაო დახურა და დიდუბის ბაზრიდან 200 კილო შეუმოწმებელი ხორცი ამოიღო.

სააგენტოს გადაწყვეტილების მიზეზი მარტივია, - ხორცი, რომელიც სასაკლაოდან გადიოდა, შეუმოწმებელი იყო და ის კომპანია შპს  „ახალ პროდუქტს“ ეკუთვნის.

დახურული და არალეგალური სასაკლაოები დღეს „კურიერმა“ გადაიღო. გადამღებ ჯგუფთან სასაკლაოს მფლობელებმა განაცხადეს, რომ 2 წელი, ამ საქმიანობას შეეშვნენ.

სასაკლაოს მფლობელისგან განსხვავებით, სხვა შთაბეჭდილებას იძლევა თავად კადრი, რომელიც „კურიერის“ კამერამ სასაკლაოში გადაიღო. შენობას სისხლის კვალი ამ დრომდე ეტყობა და მასში საკლავისთვის საჭირო ყველა ატრიბუტი ამ დრომდე ინახება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები