03 ოქტომბერი 2024,   15:13
ვრცლად
სად არის ოთარ ლაზაშვილი? - დაკარგული ახალგაზრდის ოჯახი პასუხს ითხოვს

ერთ წელზე მეტია, დაკარგულად ითვლება 22 წლის ოთარ ლაზაშვილი. ის ბარისახოდან ზუსტად ერთი წლისა და 6 თვის წინ დაიკარგა. ოჯახი საგამოძიებო ორგანოსგან ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება.

ლაზაშვილის ოჯახი საგამოძიებო ორგანოებს უმოქმედობასა და დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.

დაკარგული ბიჭის მშობლები იმ მწყემსების განმეორებით დაკითხვას ითხოვენ, რომლებმაც ოთარ ლაზაშვილი, სავარაუდოდ, ბოლოს ნახეს.

22 წლის ახალგაზრდის გაუჩინარებიდან უკვე წელიწადნახევარია გასული. თუმცა გამოძიებას ოჯახის მთავარ კითხვაზე პასუხი არ აქვს, თუ რა მოხდა ბარისახოს მთებში.

ამავე თემაზე
დღის ამბები