თავდაცვის სამინისტროდან 400 ადამიანი გაათავისუფლეს. საინჟინრო-სამშენებლო ბაზის ყოფილი თანამშრომლების განცხადებით სამსახურიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაითხოვეს. ყოფილმა თანამშრომლებმა თავდაცვის სამინიტროს გადაწყვეტილება დღეს აქციით გააპროტესტეს.
უკვე ცნობილია, რომ თინა ხიდაშელის უწყებას დაქვემდებარებული სამსახური საერთოდ შეწყვეტს ფუნქციონირებას და უმუშევარი 700 ადამიანი დარჩება.
საინჟინრო-სამშენებლო ბაზაზაზე დღეს კურიერის გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს და კომენტარზე უარი განაცხადეს, მიუხედავდა იმისა, რომ სამსახურის ხელმძღვანელები ადგილზე იმყოფებოდნენ.
დღის ბოლოს თავდაცვის სამინისტრომ წერილობითი განცახდება გაავრცელა და თანამშრომლებთან შესახვედრად მზადყოფნა გამოთქვა.
უწყების ინფორმაციით სამშენებლო ბაზის დახურვა მიმიდინარე რეფორმის ნაწილია, რომელიც მიზნად საქართველოს შეირაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობისა და ეფექტურობის ზრდას ისახავს.
ოფიციალური ინფორმაციით ბაზის სახელფასო ფონდი, ყოველწლიურად 7 მილიონ ლარს აღემატება, რასაც უწყება სახელმწიფო-საბიუჯეტო სახსრების არასწორ ხარჯვად თვლის.
ავტორი: ბექა მჭედლიშვილი