09 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გახდა

NATO-ს ახალი გენერალური მდივანი ყავს. ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იენს სტოლტენბერგი ალიანსის ხელმძღვანელობას დღეიდან იწყებს.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვა და რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილებს ყურადღებას.

„უკრაინაში არსებული სიტუაციის სერიოზულობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ სახელმწიფოთა საზღვრების შეცვლისათვის სამხედრო ძალა გამოიყენება. უკრაინა ნატოს პარტნიორია და გარდა ამისა, ის ნატოს წევრ-სახელმწიფოებს ესაზღვრება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ნატოსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის ძველ ფორმატში დაბრუნება არ განიხილება, რადგან რუსეთმა დასავლეთის მიმართ უფრო აგრესიული პოლიტიკის გატარება გადაწყვიტა.

სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ანდერს ფოგ რასმუსენს შეცვლის.

 

 

დღის ამბები