03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
„კანონში ჩაიხედე!“ - სესიაშვილის მიმართვა თარგამაძეს

ტოქშოუ "არჩევანში" მმართველი გუნდისა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა იკამათეს. საკითხი, ერთი შეხედვით, უწყინარია. გივი თარგამაძემ ირაკლი სესიაშვილს ტერმინი "განსაჯაროება" "გასაჯაროებით" შეუსწორა, რადგან შინაარსობრივად "განსაჯაროება" სწორედ იმას ნიშნავს, რომ რაღაც საზოგადოებისთვის დაფარული უნდა გახდეს. სესიაშვილი კი პირიქით, იმაზე ლაპარაკობდა, რომ თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმე შეიძლება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, თუკი სათანადო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.  

შენიშვნამ უმრავლესობის დეპუტატის გაღიზიანება გამოიწვია და კოლეგას კანონში ჩახედვისკენ მოუწოდა.

გივი თარგამაძის განცხადებით, ირაკლი სესიაშვილმა ტერმინი "განსაჯაროება" არასწორად იხმარა, რასაც, თავის მხრივ, ირაკლი სესიაშვილი არ ეთანხმება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები