09 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
რუსეთი უკრაინის კონფლიქტზე მოლაპარაკებებს ითხოვს

უკრაინის კრიზისი რუსეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების მთავარი თემა იყო. სერგეი ლავროვი და ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი შეთანხმდნენ, რომ ამ ეტაპზე უმთავრესი ამოცანა დაპირისპირებული მხარეების ერთმანეთისგან დაშორებაა.

ამავე დროს, რუსეთი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ოფიციალურ კიევს - დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები სეპარატისტების ლიდერებთან.

სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ კიევს, დონეცკსა და ლუგანსკს შორის პირდაპირი დიალოგის დაწყება აუცილებელია, განსაკუთრებით, უკრაინაში ჩატარებული არჩევნების, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნების გათვალისწინებით.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთი მხარს უჭერს მინსკში დაწყებული ფორმატის უპირობო გაგრძელებას.

„ეს არის უნიკალური ფორმატი, რომელში ჩართული არიან დაპირისპირებული მხარეები, რუსეთი და ეუთო,“ - განაცხადა ლავროვმა.

მინსკის ფორმატს  იდეალურს არ უწოდებს ლავროვის გერმანელი კოლეგა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, თუმცა ამბობს, რომ ყველა მხარე ვალდებულია შეასრულოს ბელორუსში მიღწეული შეთანხმების პუნქტები.

„ოპტიმიზმის დიდი საფუძველი არ გვაქვს. ახლა ყველა მხარე უნდა დავარწმუნოთ, რომ სამშვიდობო ფორმატი თავისთავად ვერ იფუნქციონირებს და ამისთვის დიდი შრომაა საჭირო,“ - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები