უხვი ნალექის შედეგად აჭარის მუნიციპალიტეტებში შექმნილ ვითარებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო. ზურაბ პატარაძემ სტიქიით დაზარალებული ერთ-ერთი ოჯახი მოინახულა, სადაც განსაკუთრებით რთული ვითარება იყო.
მთელი დღის განმავლობაში, ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა ლოკაციაზე, ინტენსიურად მიმდინარეობდა წყლის ამოტუმბვის, გზების გაწმენდისა და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.
პროცესში ჩართულები იყვნენ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. შესაბამისი სამუშაოები ისევ გრძელდება.