03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
დავით უსუფაშვილი ეუთოს უმაღლეს კომისარს უმცირესობების თემაზე ესაუბრა

დავით უსუფაშვილი უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს ასტრის თორსის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხი განიხილეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასტრის თორსის ბოლო პერიოდში საქართველოში უმცირესობების უფლებათა დაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები გააცნო.

“დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ მიმოვიხილეთ საქართველოს პროგრესი უმცირესობების უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, რომელიც ძალიან ბევრ საკანონმდებლო აქტში და ბევრ მოქმედებაში გამოიხატა, მაგრამ ვიცით, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ ერთნაირად იგრძნოს თავი საქართველოს პატრონად, საქართველოს პატრიოტად და საქართველოს მფარველობაში მყოფ ინდივიდად," - განაცხადა უსუფაშვილმა. მან ამ შეხვედრით ნიდერლანდის სამეფოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

დღის ამბები