03 ოქტომბერი 2024,   15:19
ვრცლად
ქართველი სტუდენტები სტაჟირებას გერმანიის პარლამენტში გაივლიან

ქართველი სტუდენტები სტაჟირებას გერმანიის ბუნდესტაგში გაივლიან. ამის შესახებ ქართველი და გერმანელი კანონმდებლები შეთანხმდნენ.

6 თვის განმავლობაში ისინი გერმანიის საკანონმდებლო ორგანოში ადგილობრივი დეპუტატების სიტყვით გამოსვლის, შეხვედრებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზებაში იქნებიან ჩართული.

ბუნდესტაგის წევრებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზვიად ძიძიგური და ზვიად კვაჭანტირაძე შეხვდნენ.

უკვე შერჩეულია 5 სტუდენტი და ისინი გერმანიაში 6 თვით გაემგზავრებიან. სტუდენტური ურთიერთგაცვლის საკითხების გარდა, მხარეებმა საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზეც ილაპარაკეს.

დღის ამბები