20 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
საქართველოში ღორის გრიპის 8 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

ღორის გრიპის გამოვლენის რაოდენობა საქართველოში 8 000-ს აჭარბებს, მაგრამ სპეციალისტები განმარტავენ, რომ ეს არ არის საგანგაშო ზღვარი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ არსებული მაჩვენებელი ამ ეტაპზე ვითარება ეპიდემიის ზღვართან ახლოს არ არის.

„100 ათას მოსახლეზე არის 250 შემთხვევა, ეპიდემიური ზღვარი ეს არის 500 და მეტი შემთხვევა. ანუ ნახევარია ჯერ იმისი, რაც შეიძლება ჩავთვალოთ ზამთარში ეპიდემიურ გავრცელებად,“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.

როგორც იაშვილის კლინიკის დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს აქამდე დაფიქსირებული შემთხევები მძიმე არ იყო. ამჟამად იაშვილში დადასტურებული გრიპის ვირუსით მხოლოდ სამი ბავშვი მკურნალობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით კი, გრიპის ვირუსი საშიშია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც გარკვეული ქრონიკული დაავადებები აქვთ.

„გრიპით გამოწვეული ინფექცია საშიშია ძირითადად იმ ადამიანებში, ვისაც აქვს გარკვეული ფონური დაავადება. ეს ფონური დაავადება უკავშირდება ძირითადად ქრონიკულ გულსისხლძარღვთა დაავადებებს, ქრონიკულ ფილტვების დაავადებებს, ასევე ადამიანებს ვინც იმყოფებიან დიალიზზე და ა.შ.“ - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

დღის ამბები