20 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
H1N1 ვირუსით საქართველოში თითქმის 9 ათასი ადამიანი დაინფიცირდა

ყოველ 100 ათას მოსახლეზე 248 შემთხვევა - ასეთი სტატისტიკა აქვს დაავადებათა ეროვნულ ცენტრს საქართველოში დაფიქსირებულ ღორის გრიპის შემთხვევებთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის თითქმის 9 000 პაციენტი აღირიცხა H1N1 ვირუსის დიაგნოზით.

ეპიდემიის გამოცხადებას ექიმები ამ ეტაპზე არ ვარაუდობენ, რადგან ამისთვის დაავადებულთა რაოდენობა უნდა გაორმაგდეს, თუმცა დღეისათვის ღორის გრიპს პიკისთვის არ მიუღწევია და ვირუსის შემთხვევების მაქსიმუმს მედიკოსები თებერვალში ელოდებიან. 

2016 წლის ოფიციალური მონაცემებით H1N1-ის გართულებული ფორმით მხოლოდ 1 ადამიანია გარდაცვლილი, პაციენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დასავლეთ საქართველოდან ჩამოიყვაეს.

ინფექციურ საავადმყოფოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მომდევნო კვირიდან გეგმავენ. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი მდგომარეობით მსგავსი ვირუსის მატარებელი პაციენტი კლინიკაში არ წევს, ინფექციურში მოთავსებულ პირებს ლაბორატორიული კვლელები მაინც უტარდებათ, ექიმები სწორედ ამ დასკვნებს ელოდებიან.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი 

 

 

 

დღის ამბები