შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იმ გარემოებებს ასაჯაროვებს, რის გამოც სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორის მკვლელობაში გამოძიება ბრალს ბიძინა კუჭავას სდებს. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს ხმის დამფუძნებლის მიერ დანაშაულის ჩადენა ფაქტიურად დადგენილია.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არჩილ თალაკვაძე საქმის ყველა დეტალს არ ასაჯაროვებს. თუმცა, უკვე დადგენილი დეტალების თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კურიერთან დეტალურად საუბრობს.
არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე არ არის დადგენილი პროკურორის მკვლელობის მოტივი.
პარალელურად სიმართლის გარკვევას დაუმოუკიდებლად ცდილობს კუჭავას ოჯახიც, სადაც გუშინ 3 საათზე მეტ ხანს ცხედარს მიწვეული ექსპერტი სწავლობდა. მაია ნიკოლეიშვილის ინფორმაციით, სხეულზე არსებული დაზიანებები თვითმკვლელობის ვერსიას ვერ ამყარებს.
„გუშინ ვუსმინე ერთ-ერთ მაღალჩინოსანს და იქ იმდენად დარწმუნებით იყო ყველაფერი ნათქვამი, რომ მე არ მინდა ასე ვიფიქრო, მაგრამ გამახსენდა მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებული სხვა დასკვნები, რომელსაც სერიოზულად ვაკრიტიკებდით, სანამ გვამი გაციებული არ იყო, დასკვნები კეთდებოდა და დამნაშავე ცხადდებოდა,“ - აღნიშნავს მაია ნიკოლეიშვილი.