20 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
პატიმარმა პროტესტის ნიშნად ხელი დაიჭედა

ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარმა პროტესტის ნიშნად ხელი დაიჭედა. ოთარ აფრიდონიძე უკვე მეორე დღეა, შიმშოლობს. მან პირიც ამოიკერა.

ოთარ აფრიდონიძე დასაქმებას ითოხვს.

პატიმრის ოჯახის წევრების განცადებით, მას მუშაობის დაწყება ოჯახის რჩენის მიზნით უნდა. თუმცა, ამის საშუალებას ადმინისტრაცია პირადი იტერესების გამო არ აძლევს.

პატიმრის ოჯახის წევრების ბრალდებებს სასჯელაღსრულების სამინისტრომ წერილობითი განცხადებით უპასუხა.

"მსჯავრდებულის მოთხოვნა არ უკავშირდება უფლებების შელახვას ან საყოფაცხოვრებო პირობებს. აფრიდონიძის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ღია ტიპის დაწესებულებაში გადაყვანას და დასაქმების საკითხს, პენიტენციალური დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები სწავლობენ.

"მსჯავრდებულის თვითდაზიანებებისადმი მიდრეკილება და სხვა გარემოებები, ამ ეტაპზე ხელს არ უწყობს მის დასაქმებას და ღია ტიპის დაწესებულებაში გადაყვანას," - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

დღის ამბები