20 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
"დატირების საშუალებას არ გვაძლევენ" - მამუკა კუჭავას მეუღლე ხვალ დაკითხვაზეა დაბარებული

"დატირების საშუალებას არ გვაძლევენ," - ასე გამოეხმაურა ბიძინა კუჭავას შვილი მეგი კუჭავა პროკურატურაში მისი ოჯახის წევრის დაკითხვაზე დაბარებას.

როგორც მეგი კუჭავამ რუსთავი2-თან საუბრის დროს აღნიშნა, პროკურორებმა მამუკა კუჭავას მეუღლეს მარინა ნიკოლოზაშვილს ტელეფონით აცნობეს, რომ ხვალ თბილისის პროკურატურაში 14:00 საათზე დაკითხვაზე ელოდებიან

"მამაჩემი სახლშია დასვენებული და დატირების საშუალებას არ გვაძლევენ. დაკითხვაზე მისვლის საკითხი გადაწყვეტილი არ გვაქვს," - განაცხადა მეგი კუჭავამ. 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები