03 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
„ეს არის შსს-ში მომზადებული კანონპროექტი," - ირმა ნადირაშვილი ფარულ მოსმენებს ეხმაურება

ფარული მოსმენების თემაზე საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებს გამოხატავენ. უთანხმოების მთავარი თემაა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გასაღების ფლობის საკითხი.

უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ორი გასაღების პრინციპი ყველაზე ოპტიმალური მოდელია, რომლის საშუალებითაც გარე კონტროლი, ანუ შსს-ს ქმედებების მონიტორინგი შესაძლებელი გახდება. ბესელიას თქმით, კონტროლის კუთხით ყველაზე მაღალი სანდოობა და ლეგიტიმაცია აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომლის მონიტორინგის ფუნქცია უნდა გაძლიერდეს.

რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს საპარლამენტო უმცირესობის წევრს ირმა ნადირაშვილს, რომლის მტკიცებითაც, უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი მოდელი შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა და ეკა ბესელია მას აჟღერებს.

„ეს არის შსს-ში მომზადებული კანონპროექტი და ბესელიას სახით იპოვეს ადამიანი, რომელიც ყველაფერზე ხელს მოაწერს. ჩემი აზრით, ეს არის ბესელიას მხრიდან მცდელობა, რომ ღარიბაშვილს ორივე გასაღები ჩაუდოს ჯიბეში,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა და აქვე განმარტა, რომ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოხსნის დისკრეცია პირადად პრემიერ-მინისტრს აქვს.

თავად პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორი ამ ეტაპზე რომელიმე კონკრეტულ მოდელს არ განიხილავს და აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მაქსიმალურად გააკონტროლებენ ფარულ მოსმენებს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები