20 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ლევან ლაფაჩი გაათავისუფლეს

გვიან ღამით დაბრუნდა სახლში რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული 25 წლის ლევან ლაფაჩი. ის სოფელ ქერეს განაპირას უკანონოდ დააკავეს რუსმა მესაზღვრეებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით.

ის ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს, საიდანაც მოგვიანებით ფულადი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ოჯახის თქმით, ის შეშას აგროვებდა, რა დროსაც დააკავეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათ სოფელში გახშირებულია მსგავსი შემთხვევები. სხვადასხვა დროს ანალოგიური ბრალდებით ხუთი ადამიანი დააკავეს. ეს უკვე მეექვსე შემთხვევა იყო.

დღის ამბები