03 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
უკანონო აბორტების შესახებ კანონი მკაცრდება

აბორტების გამკაცრებასთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვილებებს დეპუტატები დღეს სესიაზე მესამე მოსმენით განიხილავენ. დოკუმენტს კანონმდებლები დღესვე დაამტკიცებენ.

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტს უკანონო აბორტებზე გამკაცრებული საქნციები 23 სექტემბერს წარუდგინა. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად უკანონო აბორტი დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 300 საათამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით 1-დან 2 წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი უკანონო აბორტისათვის მსჯავრდებულის მიერ, რამაც გამოიწვია შვილოსნობის სამუდამოდ მოშლა, ან სხვა მძიმე შედეგი, დისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 5 წლამდე. უკანონო აბორტი რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, დასჯადი გახდება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 6 წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით 3 წლამდე.

დიმიტრი ხუნდაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით 2012 წელს აბორტების საერთო რაოდენობის მხრივ 40 ათასი აბორტი დაფიქსირდა, რაც მხოლოდ რეგისტრირებული აბორტების მაჩვენებელია. მისივე თქმით, არ არსებობს არარეგისტრირებული აბორტების ამსახველი მონაცემები. სავარაუდო გათვლებით კი, დღეში დაახლობით 100-150 აბორტი კეთდება. როგორც დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, ყოველი ხუთი ორსულიდან სამი აბორტს იკეთებს.  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ უკანონო აბორტებთან ისეთი ლიბერალური დამოკიდებულება, როგორიც საქართველოშია, არცერთ ევროპულ ქვეყნაში არ არსებობს. სასჯელი ყველგან, სულ მცირე, ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.

დღევანდელ სესიაზე უკანონო აბორტების თემასთან ერთად იმსჯელებენ  საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ვალდებულებებზე, განიხილავენ განათლების კანონში ცვლილებებს და ასევე იგეგმება სხვა კომტიეტეტების წლიური ანგარიშების მოსმენაც.

 

დღის ამბები