03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
პატიმრების ცემის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია

სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში პატიმრის ცემის ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურა გამოძიებას ატარებს. სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ხმაურდება. ასევე უცნობია სახალხო დამცველის პასუხი სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის შეთავაზებაზეც, რომელიც ციხეში ერთად შესვლას და პატიმრებთან გასაუბრებას გულისხმობს.

სამინისტროში ამბობენ, რომ 12 ნოემბერს მომხდარი ინცინდეტის შესახებ უწყებაში ინფორმაცია მანამდე არ შესრულა. ამ დროისთვის შიდა გამოძიებას ატარებს გენერალური ინსპექცია.

დანაშაულის ობიექტურად გამოძიების აუცილებლობაზე მიუთითებს საიაც.

სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე განცხადება გუშინ გააკეთა.

ამავე თემაზე
დღის ამბები