03 ოქტომბერი 2024,   15:16
ვრცლად
კახა ბენდუქიძეს დღეს ჩამოასვენებენ

კახა ბენდუქიძეს დღეს საქართველოში ჩამოასვენებენ. ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ცხედარს თბილისში შუადღისთვის ლონდონიდან პირდაპირი რეისით ელოდებიან. გარდაცვლილს მშობლების სახლში დაასვენებენ.

სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ასევე თავისუფალ უნივერსიტეტშიც, სადაც ბენდუქიძეს შაბათს გადაასვენებენ. მას ამავე დღეს კუკიაზე დაკრძალავენ.

რაც შეეხება ლონდონში ჩატარებულ ექსპაერტიზას, სამედიცინო დასკვნა რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

კახა ბენდუქიძე ლონდონში გარდაიცვალა. ორი კვირით ადრე მას შვეიცარიაში გულზე სტენტირების ოპერაცია ჩაუტარდა.

"ხვალ, პარასკევს მოსაშვილის ქუჩაზე, მისი მშობლების ბინაში იქნება პანაშვიდი. შაბათს უნივერსიტეტში იქნება პანაშვიდი. ბატონი კახა დაიკრძალება კუკიის სასაფლაოზე, მისი სურვილის შესაბამისად," - განაცხადა პოლიტიკის ანალიზის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ვახტანგ ლეჟავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები