03 ოქტომბერი 2024,   15:23
ვრცლად
რუსთაველზე მომხდარ ავარიაში მძღოლი დაშავდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.

BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების ბოძს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, მან სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. დაზარალებული სასწრაფო დახამრების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. მომხდარის ძიება სამართალდამცველებმა უკვე დაიწყეს.

 

დღის ამბები