09 ოქტომბერი 2024,   18:16
ვრცლად
თეთრ სახლში შეღწევას 40 წლის მამაკაცი ცდილობდა

ვაშინგტონში თეთრ სახლში შეღწევის მორიგი ფაქტი აღკვეთეს.

ამჯერად 40 წლის მამაკაცი აიოვის შტატიდან საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელთან მივიდა და განუცხადა, რომ მას თეთრ სახლში შესვლა დავალებული ჰქონდა. მოგვიანებით სამართალდამცველებმა საეჭვო პირის ავტომობილი გაჩხრიკეს. აღმოჩნდა, რომ მამაკაცს მანქანაში დანა და ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. ეჭვმიტანილი ამჟამად დაკავებულია იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით, თუმცა გამოძიების პროცესში არ არის გამორიცხული, მას დამატებითი ბრალდებებიც წაუყენონ. 

დღის ამბები