03 ოქტომბერი 2024,   15:24
ვრცლად
ლონდონში სტუდენტების აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

სტუდენტების აქცია ლონდონში პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. დემონსტრანტები სწავლის საფასურის გაზრდას აპროტესტებდნენ. დაშავდა პოლიციის სამი ოფიცერი.

აქციაზე 5 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. მათ შორის იყვნენ ისინიც, ვინც დევიდ კემერონის მიერ ბიუჯეტის შემცირების პოლიტიკას აპროტესტებდა.

კემერონის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სტუდენტები გადასახადის შემცირების მოთხოვნით ოთხჯერ გამოვიდნენ ქუჩაში. დიდ ბრიტანეთში უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საშუალო წლიური გადასახადი ამჟამად 9 ათასი ფუნტია.

დღის ამბები