03 ოქტომბერი 2024,   15:16
ვრცლად
ბათუმში ილჰამ ალიევის სურათი ჩამოხიეს

ბათუმში სასტუმრო „რედისონში“ აზერბაიჯანის პრეზიდენტის სურათი ჩამოხიეს.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე მოხდა. ბანერი სასტუმროს ერთ-ერთმა სტუმარმა ჩამოხია, რომელიც ამ ფორუმს ესწრება.

ფოტო, რომელზეც ილჰამ ალიევი იყო გამოსახული, დასათაურებული იყო, რომ აზერბაიჯანში ადამიანის უფლებები ირღვევა. სავარაუდოდ, მოქალაქის პროტესტიც სწორედ ამ სათაურმა გამოიწვია.

მოგვიანებით, აზერბაიჯანულმა დელეგაციის წევრებმა სხვა  ბანარებიც ჩამოხიეს. მათი თქმით, ადამიანის უფლებები სხვა ქვეყნებშიც ირღვევა და მათთვის შეურაცხყოფაა, როდესაც მხოლოდ აზერბაიჯანზეა ბანერები გაკრული.   

 

დღის ამბები