03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
„იმედია, არ გაქრება ციხეში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები," - კახა კოჟორიძე

„იმედია, არ გაქრება ციხეში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები და მოხდება მტკიცებულებების მოპოვება,“ - ეს განცხადება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სახალხო დამცველის აპარატის მიერ ერთ-ერთ საპყრობილეში პატიმრების მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთა.   

კახა კოჟორიძე იმედს გამოთქვამს, რომ  პროკურატურას აქვს ნება, რაც შეიძლება, მალე გამოიძიოს ის საქმე, რაზეც ილაპარაკა სახალხო დამცველმა. მისივე თქმით, როგორც რიგით იურისტს, კოჟორიძეს მიაჩნია, რომ მომხდარი ფაქტი შეიცავს არა ჩვეულებრივი დანაშაულის, არამედ წამების ნიშნებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები