09 ოქტომბერი 2024,   18:23
ვრცლად
NATO-ს მოიერიშეები ლიტვის სამხედრო ბაზებიდან ავიაპატრულირებას იწყებენ

NATO ბალტიისპირეთის საჰაერო სივრცის ავიაპატრულირებას იწყებს. ლიტვის სამხედრო ბაზაზე კანადისა და პორტუგალიის მოიერიშეები დაეშვნენ, რომლებიც მზად იქნებიან, რეაგირება მოახდინონ, თუ რუსული მოიერიშეები ალიანსის საჰაერო სივრცეში კვლავ გამოჩნდებიან.

პარალელურად, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ბალტიისპირეთის ქვეყნებში ჩასვლას გეგმავს.

იენს სტოლტენბერგმა კი გამგზავრებამდე სააგენტო "დელფის" ინტერვიუ მისცა. მან რუსეთი უკრაინაში შეიარაღების შეტანასა და კონფლიქტის ესკალაციაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მოსკოვმა სამშვიდობო შეთანხმების შესრულებასა და სრულ იზოლაციას შორის არჩევანი უნდა გააკეთოს.

დღის ამბები