03 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
ლოტკინზე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ასახლებენ

ლოტკინზე, ზღვის უბნის დასახლებაში ამ წუთებში სოციალურად დაუცველებს ასახლებენ.

როგორც "რუსთავი2-ს" ერთ-ერთმა მოქალაქემ შეატყობინა, გამოსახლების პროცესი ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

ინფორმაციის წყარო აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ნაწილი თვითმკვლელობით იმუქრება.

სოციალურად დაუცველი 108 ოჯახი ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში 2003 წლიდან ცხოვრობს. საცხოვრებელი კორპუსი კი 2007 წლიდან ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები