ბიძინა კუჭავას ადვოკატებმა მტკიცებულებების გაცნობა უკვე დაიწყეს. საქმის მასალები დაცვის მხარეს გუშინ გადაეცა. კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმას ადვოკატები მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ გეგმავენ.
პარალელურად, ბიძინა კუჭავას ოჯახი საქალაქო სასამართლოში კვირის ბოლომდე არჩილ თალაკვაძის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს.
კუჭავები პატივისა და ღირსების შელახვისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ.
„ეს არ იყო თვითმკვლელობა, ეს არის განზრახ მკვლელობა. კვირის ბოლომდე აუცილებლად შევიტანთ შინაგან საქმეთა მინისტრის, ბატონ არჩილ თალაკვაძის მიმართ, სამოქალაქო სარჩელს. მოვითხოვთ, რომ საზოგადოების წინაშე განაცხადოს და უარყოს ის ბრალდებები, რაც მან მიაყენა ოჯახს,“ - განაცხადა ნათია კორკოტაძემ.