03 ოქტომბერი 2024,   15:23
ვრცლად
"კორუფცია, ნეპოტიზმი და ჩინოვნიკების კეთილდღეობაზე ზრუნვა," - ირაკლი აბესაძე 2015 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს ასახელებს

"კორუფცია, ნეპოტიზმი და ჩინოვნიკების კეთილდღეობაზე ზრუნვა, - ეს არის 2015 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი," - ასე აფასებს პეციალურად გამართულ ბრიფინგზე დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს წევრი ირაკლი აბესაძე.

მისი თქმით, მხოლოდ სამგორის მაგალითზე, უკვე გაკეთებული გზის ვითომ თავიდან გაკეთების ხარჯზე, ჩინოვნიკები შეძლებენ მილიონობით ლარამდე თანხის საკუთარ ჯიბეებში ჩადებას.

საკრებულოს კიდევ ერთი წევრი ირაკლი ნადირაძე კი აცხადებს, რომ სამგორში დაგეგმილი 43 მისამართიდან 39-ზე გზა უკვე გაკეთებულია. ნადირაძე განმარტავს, რომ დაახლოებით მილიონი ლარის მოპარვა მხოლოდ ერთი რაიონიდან შეეძლებათ.

„ნარმანიას გვინდა ვუთხრათ, რომ მომავალ წელს მისი ჩინოვნიკები აპირებენ არა გზების კეთებას, არამედ ფულის კეთებას ბიუჯეტიდან,“ - აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.

უმცირესობის პრეტენზიებს პასუხობენ საკრებულოს უმრავლესობაში დ აცხადებენ, რომ პროცესები გამჭვირვალედ არის დაგეგმილი.

საკრებულოს წევრი თამარ ტალიაშვილი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ურჩევს, რომ ჯერ კითხვებზე პასუხები მიიღონ და ბრიფინგები მერე გამართონ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ბიუჯეტი 800 მილიონი ლარია და მისი მთავარი პრიორიტეტები ჯანდაცვა, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის გამწვანება, სოციალური უზრუნველყოფაა.   

ამავე თემაზე
დღის ამბები