03 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
სამართლდამცველებმა სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედა გამოასახლეს

ხმაურის ფონზე მიმდინარეობს საპროტესტო აქცია ლოტკინზე, პოლიციის მეხუთე განყოფილებასთან. სოციალურად დაუცველები ზღვის უბნის დასახლებიდან 5 ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ სამართალდამცველებმა სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედა ლალი ყველაშვილი გამოასახლეს.

ადგილობრივები "რუსთავი2-თან" საუბრისას ყვებიან, რომ ყველაშვილის ავეჯი პოლიციის თანამშრომლებმა სახლიდან გამოიტანეს და კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაალაგეს.

"რუსთავი2-თან" ლალი ყველაშვილი ამბობს, რომ მას არც თანხა და არც სხვა საცხოვრებელი ფართობი არა აქვს და დახმარებას ითხოვს.

სოციალურად დაუცველები ყვებიან, რომ მიუხედავად დაპირებისა, რომ შეჩერდებოდა გამოსახლების პროცესი, ზღვის უბნის დასახლებიდან სოციალურად დაუცველი 5 ოჯახი გაასახლეს.

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

სოციალურად დაუცველი 108 ოჯახი ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში 2003 წლიდან ცხოვრობს. საცხოვრებელი კორპუსი კი 2007 წლიდან ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები