20 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
ვირუსული ინფექციები და რთული მეტეოროლოგიური პირობები - სკოლების ნაწილი დაიხურა

384 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო. 

სამინისტრომ დღის ბოლოს იმ სკოლების ჩამონათვალი გაავრცელა, სადაც სასწავლო პროცესი 3 დღის განმავლობაში შეწყდება. ვირუსული ინფექციების გავრცელების საფრთხის გამო სასწავლო პროცესი 180 სკოლაში, ხოლო რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო 204 საჯარო სკოლაში შეწყდა. 

ჯერჯერობით უცნობია, განახლდება თუ არა ამ სკოლებში ორშაბათიდან სწავლა, რადგან სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ვირუსული ინფექციების მატება კიდევ მოსალოდნელია. სწორედ ამიტომ გასცა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა რეკომენდაცია სწავლის შეწყვეტის შესახებ.

ოფიციალური ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით გრიპის ვირუსით 11 000-ზე მეტი ადამიანია ავად. მიმართვიანობა გაზრდილია სამედიცინო დაწესებულებებშიც. მხოლოდ დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოს გრიპის სიმპტომებით 119 მოქალაქემ მიმართა.

 

 

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები