03 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
სტატისტიკის სამსახურმა საყოველთაო აღწერა დაასრულა

საყოველთაო აღწერა დასრულდა. წინასწარი მონაცემებით, მასში მოსახლეობის 95%-მა მიიღო მონაწილეობა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა პროცესი დადებითად შეაფასა. მათი განმარტებით, პასუხების გაცემის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

რაც შეეხება იმ ოჯახებს, საიდანაც ვერ მოხერხდა ინფორმაციის მოძიება, ინტერვიუერთა გარკვეული ჯგუფი დეკემბრის ბოლომდე მათ აღწერაზე გააგრძელებს მუშაობას.

„ის მისამართები, რომელიც არსებობს, რომელზედაც ვერ მოხდა ინტერვიუს აღება გარკვეული მიზეზების გამო, ჩვენ ხელახლა მივალთ მათ ოჯახებში, ვინც მოგვაწვდის ინფორმაციას, რომ მათთან არ ვყოფილვართ. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ არ გამოგვრჩეს ასეთი ოჯახები აღწერიდან. ამიტომ ვთხოვთ მოქალაქეებს, ჩვენთან ითანამშრომლონ,“ - განაცხადა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, მერი დაუშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

საყოველთაო აღწერის პირველადი შედეგები 2015 წლის აპრილში გახდება ცნობილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები