09 ოქტომბერი 2024,   18:21
ვრცლად
ფლორიდის უნივერსიტეტზე თავდამსხმელი პოლიციელებმა მოკლეს

შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მამაკაცმა, რომლის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ცეცხლი გახსნა და სამი ადამიანი დაჭრა. სროლის შემდეგ პოლიციელებმა თვდამსხმელს დანებება მოსთხოვეს. თუმცა მან მათი მიმართულებითაც გახსნა ცეცხლი. თავდამსხმელი საპასუხო სროლის დროს მოკლეს.

გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი დაჭრილი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

უსაფრთხოების მიზნით, სამართალდამცველებმა უნივერსიტეტის ახლოს მდებარე შენობებში ხალხს ფანჯრებთან მიახლოება აუკრძალეს.

დღის ამბები