03 ოქტომბერი 2024,   15:14
ვრცლად
კვიციანის ახლობლები "ქართული ოცნების" ოფისისკენ მიემართებიან

ემზარ კვიციანის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები ამ წუთებში "ქართული ოცნების" ოფისისკენ მიემართებიან. კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ახლობელები სასამართლოს გადაწყვეტილებას პარლამენტთან დილიდან აპროტესტებენ და კვიციანის გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები განაჩენს პროკურატურისა და სასამართლოს ერთობლივ პროვოკაციას უწოდებენ. პარალელურად, უკვე მეოთხე დღეა რამდენიმე ადამიანი გმირთა მემორიალთან შიმშილობს.

კვიციანის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა ქუთაისშიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები