03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
„ვაი იმ მთავრობას, ვინც კვიციანს არ გამოუშვებს,“ - კვიციანის ახლობლების აქცია თბილისში

აქცია-მსვლელობა პარლამენტის შენობასთან დაიწყო და კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან დასრულდა. აქციის მონაწილეები კოალიციის შენობასთან ემზარ კვიციანის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

"ვაი იმ მთავრობას, ვინც კვიციანს არ გამოუშვებს! ვაჟკაცი კაცები არ უნდა იყვნენ დაპატიმრებულები," - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები. 

მმართველი კოალიციის ოფისთან აქცია ამ დროისათვის დასრულდა. თუმცა ემზარ კვიციანის ოჯახის წევრები და ნათესავები ხელისუფლებას 30-დღიან ვადას აძლევენ. როგორც მათ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, თუ კვიციანის საქმე არ გადაიხედება და მას არ გაათავისუფლებენ, კვიციანები მასშტაბური და პერმანენტული აქციების გამართვით იმუქრებიან.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის სასამართლომ ემზარ კვიციანი დამნაშავედ ცნო და 12-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები