03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრების წამების ფაქტების დაუყოვნებელ გამოძიებას მოითხოვენ

„ეს არ არის პეტიცია მხოლოდ პეტიციისათვის. თუ ამას არ მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, ჩვენ ხვალ და ზეგ ვიქნებით ასეულობით,“ - ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ წარმომადგენელმა, ზვიად კუპრავამ სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გააკეთა.

პატიმრების უფლებების დასაცავად და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის პროტესტის ნიშნად დღეს 13 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი სასჯელაღსრულების სამინისტროსთან შეიკრიბა. სამოქალაქო სექტორის წევრმა უწყების ხელმძღვანელის სახელზე ერთობლივი პეტიცია შეიმუშავეს.

არასამთავრობოების წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ მოხდეს სახალხო დამცველის აპარატის მიერ დაფიქსირებული ფაქტის სწრაფი გამოძიება. მათი თქმით, სახელმწიფო ვერ ახერხებს იმას, რომ მსჯავრდებულები არ იყვნენ ცხოველებივით ჯაჭვებით მიბმულები.

არასამთავრობოები მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მასშტაბური აქციებით იმუქრებიან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები